მეჩეთად ქცეულ აია სოფიაში ამჯერად თალიბანის დროშა გაშალეს.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოდან ჩანს, რომ რამდენიმე მამაკაცი, რომელთაგანაც ზოგიერთს ტრადიციულო ავღანური სამოსი მოსავს, აია სოფიაში თალიბანის დროშას შლის - შეძახილებით "ალაჰი დიდია". მათ ისლამისტი ექსტრემისტების მსგავსად საჩვენებელი თითი აქვთ აღმართული.
#AfghanTaliban flag was raised in #HagiaSophia, #Turkey by pro #Taliban activists.
— Noor Dahri (@dahrinoor2) August 3, 2020
The conversion of Hagia Sophia was a motivational message of #MuslimBrotherhood to the world’s Islamist #extremists and #terrorists.
Soon, pro #ISIS activists will raise their flag too. #CHIIS pic.twitter.com/B6ArvLmSfe
ვიდეო სოციალურ ქსელში ლონდონში მცხოვრებმა კონტრტერორიზმისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის მკვლევარმა ნურ დარიმ გაავრცელა.
ვიდეოსთვის თანდართულ ტექსტში ნური წერს, რომ "აია სოფიაში თალიბანის დროშა თალიბანის მომხრე აქტივისტებმა გაშალეს. მალე, შესაძლოა, ისლამური სახელმწიფოს მომხრეთა დროშებიც ვიხილოთ".
საერთაშორისო გაერთიანებებისა და მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვართა უკმაყოფილების მიუხედავად, იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეტანილი ძეგლის მეჩეთად გადაკეთების განკარგულებას ხელი პრეზიდენტმა ერდოღანმა 10 ივლისს მოაწერა.